19/02/201 427 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია მოძველებული მეთოდია

საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია უკვე მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას. მისი შეფასებით, ეს იყო საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინებაზე.
„საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია უკვე ყავლგასული და მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ადრე ჰქონდათ რესურსი, რომ ჩამოეშალათ მოლაპარაკების ფორმატები და რუსეთისთვის მიეცათ საშუალება, განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ღმერთმა ნუ ქნას, მათ კიდევ მიეცეთ სიტუაციის მართვის საშუალება. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ მათ დღეს ხელკეტები არ აქვთ და დღეს ჟურნალისტების მიკროფონებით დაგვდევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელკეტების აღების საშუალება ჰქონდეთ. მათ არ აქვთ რესურსი, რომ რუსეთს რამე დამატებითი უპირატესობა მისცენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსები მათ კვლავ მიეცეთ.
ძალიან ჩავიკეტეთ ამ პარტიულ ახალგაზრდულ თუ ძველგაზრდულ ფორმატებში. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ჰქვია ამა თუ იმ ფორმით. ვინ გამოვა და ვინ საწინააღმდეგო აქციას მოაწყობს, ამ ყველაფერს ვერც გააკონტროლებ და ეს არც არის საჭირო,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY