23/11/201 705 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ტყუილში ადანაშაულებს და დებატებში იწვევს

„ჩვენთან ავსტრიაში“ - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტს ავრცელებს და  საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს პასუხობს.
ცერცვაძე მათ კრიტიკის გამო, ტენდენციურობასა და ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავად საქართველოს ევროპაში ბევრ ქვეყანაზე უკეთესი კლინიკური მაჩვენებლები აქვს, მათ შორის, ცერცვაძის აზრით, ქვეყანაში დაბალია სიკვდილობის მაჩვენებელი:
საქართველო, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ეკონომიკური რესურსებით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის სიძლიერით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია, რომ სწორედ COVID პაციენტების კლინიკური მართვის სეგმენტში, ბოლო დროს COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს - ეს არის ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.92%) და1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა (233). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების COVID-19-ის დარგის ლიდერები, თვით პროფესორ Anthony Fauci-ის ჩათვლით პრაქტიკულად ერთხმად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხომ ვერ ხვდებით რატომ? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.
ინფექციურის დირექტორი ექიმ ირმა კვიცარიძეს პასუხობს, რომელმავ "მთავარი არხის" ეთერში მკურნალობის მოძველებულ პროტოკოლზე ისაუბრა. ცერცვაძე არ ეთანხმება კვიცარიძეს და​ ტელედებატებში იწვევს.
ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში საქმიანობს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს „მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია - ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება ითქვას ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას - 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258). ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი „მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდ სასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები ავუხსნა მას, რომ „ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე „მათთან ავსტრიაში“ - წერს ცერცვაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA