18/02/202 148 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს

მობილიზაციას ახდენს, ხელისუფლება ბუნკერში ჩადის და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, - ასე აფასებს ექსპერტი  გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას. გია ხუხაშვილი სისტემის მანკიერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში „შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“
„შოთაძემ თქვა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართაო, გამჭვირვალობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ იმის გამო, რომ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, რომ მას აირჩევდნენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით თუ შევაფასებთ, ნამდვილად გამჭვირვალე იყო პროცესი. რაც შეეხება თავად შოთაძეს, ის არავისზე უარესია და არავისზე უკეთესია. საერთოდ პრობლემა არის სისტემური. თვითონ მმართველობითი სისტემის ალგორითმია მანკიერი. პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს და ეს არის პრობლემა. შესაბამისად, ამ მანკიერ სისტემაში შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა  გია ხუხაშვილმა.მისივე თქმით, თანამდებობებზე შერჩევის კრიტერიუმები უფრო და უფრო ვიწროვდება და ხელისუფლებისთვის კადრების შერჩევის თვალსაზრისით გადამწყვეტი სანდოობა ხდება.
„რაც შეეხება საკადრო დეფიციტს, სისტემა განიცდის სტერილიზაციას, მისი კრიტერიუმები საკადრო შერჩევის უფრო და უფრო ვიწროვდება, მხოლოდ ნდობაზე და განსაკუთრებულ ანგაჟირებულობაზეა დამყარებული, თითქოს ასეთი განცდა რჩება, რომ განსაკუთრებული ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს. სრული სტერილიზაცია ხდება, ბუნკერში ჩადის ხელისუფლება და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, რაც ძალიან სამწუხარო საყურებელია. ისინი შეიძლება საკუთარი ძალაუფლების გადარჩენის თვალსაზრისი ლოგიკას ხედავენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს დამანგრეველია, როცა მმართველი სისტემა ასე იკვეთება თავის თავში და სტერილური ხდება, სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია“,-განაცხადა  გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ საერთაშორისო კრიტიკას ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა გარკვეულ საქმეებზე კითხვის ნიშნები არსებობდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხზე კრიტიკა გადამწყვეტი უკვე აღარ არის, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ დიაგნოზი უკვე დასვა.
„შოთაძესთან დაკავშირებული კრიტიკით აღარაფერი იცვლება, რადგან მოცემულობა ასეთია, რომ დასავლეთმა დიაგნოზი უკვე დასვა. იმის ილუზია და იმედზე ყოფნა, რომ 7-8 კონგრესმენმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები და იქ კიდევ 400 კაცი ზის კონგრესში, არის სიბრიყვე ან უტიფრობა. საბოლოო ჯამში სახელისუფლებო მანკიერება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობები თუ დიდი ხნით გაგრძელდა, ეს სახელმწიფოსაც დააზიანებს“,- განაცხადა  გია ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სთორი - 28 ნოემბერი, 2022. თეონა თავართქილაძე
      28 ნოემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA