19/11/201 607 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბიძინა კულუმბეგოვი - ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.
წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი კვირიდან ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხი განიხილება, კულუმბეგოვმა უპასუხა:
„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სიტემა პანდემიას ვაი-ვაგლახით უმკლავდება და ეს შესაძლებლობაც ლიმიტირებულია.
„მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს, არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ალბათ, უნდა შეიზღუდოს, აუცილებელია და ძალიან ბევრი არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, მასში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და საერთოდ მის გაჩერებაზე შეიძლება უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში - იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,