16/11/201 504 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს, ვერ გაქრება და შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა და რეაგირება არასერიოზულია, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ დისკუსიას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი პოლიტიკის მიღმაა და ამ სიტუაციით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე პოლემიკა ოპოზიციაში, ჩემთვის, სრულიად ლოგიკას მოკლებული და გაუგებარია. თვითონ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს ამ ვითარებაში ჩამოსვლას და აბსოლუტურად გაუგებარი და თითიდან გამოწოვილი თემაა. შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ქვეყანაში არაფერი არ გამოვა, მაგრამ ამ მოსაზრებამ რატომ უნდა გამოიწვიოს პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად გაუგებარია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად გაუგებარია და ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებლობს არის ხელისუფლება, რატომ არ ესმით ეს მათ?! იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაგნო, პოლიტიკის მიღმა დისკუსიაა და რეალურ პოლიტიკურ პროცესთან ამას რა კავშირი აქვს, გაუგებარია. პოლიტიკური პროცესი დღეს მიმდინარეობს იმის ირგვლივ - რა არჩევნები ჩავატარეთ და არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური?! რა კავშირშია ამასთან მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა?! მიხეილ სააკაშვილი „თემატური თანამშრომლობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ის არსებობს - ვერ გაქრება და შესაბამისად, ყველა მის ხსენებაზე ისტერიკაში ჩავარდნა და რეაგირება არასერიოზულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY