14/11/201 504 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ჟორჟოლიანი: ყველა ლიდერმა იცოდეს, ივანიშვილთან ფლირტისთვის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან

ენმ-ის წევრის, მაჟორიტარი კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, "ნებისმიერმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, მას ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის". 
ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ჟორჟოლიანმა თქვა: 
"არასდროს ამ ადამიანებს პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. და მე მგონია, რომ ერთგვარი ჯაჭვია, თქვენი მძევლები უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სწორედ იმიტომ, რომ თქვენ თხოვთ ივანიშვილს ამ ერთობას, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ შევა. იმიტომ, რომ ეს ხალხი პარლამენტს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, კიდევ 4 წელი ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს მეტ გაყინულს, მეტ სასოწარკვეთილს, მეტ ემიგრაციაში წასულ ადამიანს, რაც არის გამორიცხული. ვინც თქვენი ცუდად ყოფნით საკუთარ კარგად ყოფნას უზრუნველყოფს , მას არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს". 
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან მიმდინარეობს. პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოდიან და თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ლაპარაკობენ - ოპოზიცია ითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,