09/11/201 303 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - მივმართავ ხელისუფლებას, ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია!!!

მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერცერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის ერთიანობას ვერ დაარღვევს.
„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველაზე გამბედავებო, საუკეთესო მოქალაქეებო, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი აქ არ არის, მაგრამ მე ვარ ამაყი და თითოეული ჩვენთაგანი, რომ თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ და დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას. ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც შესაძლოა ახლა გადაწყვიტა, რომ მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს აღარ ჩავატარებო, ამიტომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ვინც აქ ვართ, ვართ ამაყები, რადგან ვართ სწორ მხარეს, რომელ მხარესაც უნდა ვიდგეთ ყოველდღიურად. მხარე, რომელიც არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი მომავალი, სინათლე და რაც მთავარია, ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ ნუ ეგონება ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც ბზარს შეიტანს ჩვენში ან დაგვემუქრება ან დაგვყოფს - არა, იმიტომ რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რადგან ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ სამშობლო დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. დიახ, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა და აქ, აი ამ მოედანზე გაიმარჯვებს ხალხი. ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • დღის ამბები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA