17/02/201 737 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა გვარამია - დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო, ვიდრე წარმოსადგენია, მათმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს

დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო ვიდრე ეს წარმოსადგენია. მათ მიერ მოყვანილმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.
გვარამიას განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებები პროკურატურის პოზიციას ანგრევს.
"მე მგონი, ბრალდების მოწმეების ეს ჩვენება მხოლოდ ფორმალურად იყო, ორივე მოწმის ჩვენება რეალურად ანგრევს ბრალდების პოზიციას „პორშეს“ ეპიზოდთან დაკავშირებით და კონტრაქტის ეპიზოდთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ცხადია ორივე ჩვენებიდან, განსაკუთრებით, ქალბატონი ვასაძის ჩვენებიდან, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, დარღვევას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან. დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო ვიდრე ეს წარმოსადგენია. მათ მიერ მოყვანილმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმეებით დაიწყეს, თვლიდნენ, რომ ეს არის მათი დამრტყმელი მოწმეები და თქვენ თვითონ ნახეთ, ამ მოწმეებმა რა ისაუბრეს. ეს არის სრულიად გაბათილება და დანგრევა ბრალდების პოზიციის", -განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ადგილი ჩვეულებრივ ბიზნეს ტრანზაქციებს ჰქონდა, რაც დანაშაული არ არის.
„ამ ადამიანებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა. საბოლოო ჯამში ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ბიზნეს ტრანზაქციებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში დანაშაული არ არის და რომელიც მომგებიანი იყო „რუსთავი2“-სთვის და ბევრად მეტ შემოსავალს იღებდა, ვიდრე მისი კონკურენტები. ასე რომ, მოწმეების მიერ დღეს სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე პირმა ცალსახად გამორიცხა პროკურატურის ვერსია ნიკა გვარამიას მხრიდან დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA