07/11/201 914 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია: CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა  270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად.
ჯო ბაიდენმა მოიგო იმ “მერყევი შტატების” ნაწილი, რომლებშიც 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. მათ შორისაა მიჩიგანი, უისკონსინი, არიზონა და პენსილვანია. ბაიდენი ასევე ლიდერობს ჯორჯიაში – აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატში, სადაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ბოლო 28 წელია, არ გაუმარჯვია.
სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. მანამდე, ის ათწლეულების მანძილზე იყო სენატორი დელავერის შტატიდან.
ამ შედეგებით, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უერთდება აშშ-ის პრეზიდენტთა რიგს, რომელთაც მხოლოდ ერთი ვადით იმსახურეს თეთრ სახლში. თუმცა, თავად ტრამპი ხმის დათვლის პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მისი კონკურენტები არჩევნებს “იპარავენ”.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს ზემოხსენებულ ამომრჩეველთა კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა წყვეტს. მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].
გარდა იმისა, რომ ბაიდენს კოლეგიაში ხმათა საკმარისი რაოდენობა უგროვდება, ჯორჯიის გარდა, მან ამ დრომდე რეკორდულად მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო აშშ-ის მასშტაბით (popular vote), რაც 73.5 მილიონს აღწევს. ამ მონაცემით ბაიდენმა აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტის შედეგი გააუმჯობესა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,