17/02/201 794 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი შოთაძე - საქმეებს იძიებენ გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს ისეთი გამომძიებლები იძიებენ, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ამის შესახებ შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციებიც მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს.
„პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნის საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, როცა არის შესაძლებლობა, სიცხადის შეტანა საკანონმდებლო რეგულაციებში ყოველთვის მიზანშეწონილია. ნორმატიული აქტები და კანონები მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნას მივესალმები. ასევე მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის საპროცესო გადაწყვეტილებებში მათ ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, გამომძიებელს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ პროკურატურას გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა აქვს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY