03/11/201 088 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა

გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მთლიანად ქართველ ერს აგინებს, - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ვოლსკი „მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, „უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა“.
„საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს. მეორე საკითხია თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც თქვა სააკაშვილმა! იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც... ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის" ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ "უპრეცედენტო ერთსულოვნების" დემონსტრირებას ახდენენ)“, - წერს გია ვოლსკი.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისათვისაა მობილიზებული.
“მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატოსა თუ ევროკავშირისა და ეუთოს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების მიერ არჩევნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით - კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, - აცხადებს გია ვოლსკი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,