03/11/20886 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დონალდ ტრამპი თავის კონკურენტს კორუფციაში ადანაშულებს და „მძინარა ჯოს“ უწოდებს, ხოლო ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპი ქვეყნისთვის „ყველაზე ცუდი ლიდერია“.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ-ნოტჩის დასახლებაში გაიხსნება, სადაც ამჟამად სულ 5 ადამიანი ცხოვრობს.
თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, კონექტიკუტის, ნიუ-იორკის და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე კი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე).
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში მკაცრად იქნება დაცული სანიტარული ნორმები. ამომრჩევლები ვალდებულნი არიან პირბადით გამოცხადდნენ და სოციალური დისტანცირება დაიცვან.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგებში 8%-ით უსწრებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები 3-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • მთავარი 3-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 15 საათზე - 21 სექტემბერი 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 14:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 14:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      1 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველამდე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 20 სექტემბერი, 2023. ირაკლი კობახიძე
      20 სექტემბერი
    • აუტანელი სიმსუბუქე - 20 სექტემბერი, 2023. ზაზა ფაჩულია
      20 სექტემბერი
    • სხვა ნანუკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • ბარიერი - 20 სექტემბერი, 2023. გიგა ბედინეიშვილი
      20 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA