ნინო ბურჯანაძე - ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციები იყო
„საქართველოს ეყოლება ჩრდილო კორეის მსგავსი პარლამენტი და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეუთო/ოდორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს.
"ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ სრულიად ოპოზიცია ლაპარაკობს ერთ ენაზე, ლაპარაკობს ერთი და იგივეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განაცხადება, რომელიც გააკეთა ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ გარკვეული მანიპულაციები იყო მათ განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადება იმასთან დაკავშირებით, არჩევნები ლეგიტიმურია თუ არა, ან რამდენად შეესაბამება ხალხის ნებას, ეუთო/ოდირს არ გაუკეთებია. შეესაბამება თუ არა არჩევნები ხალხის ნებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. რაც შეეხება დასკვნას, მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ დასკვნა ორი ნაწილისგან შედგება, ერთ ნაწილში იყო რეკომენდაციები, რომელიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ხოლო მეორე ნაწილში იყო აღწერილი იმ უბნების დახასიათება, სადაც ფიზიკურად იყვნენ ეუთო/ოდირის და საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა რაოდენობა სამწუხაროდ, ცოტაა. იმ უბნებში, სადაც დამკვირვებლები იყვნენ, არც ძალადობა იყო, არც კონვერტებით ფულის გადაცემა. ჩვენ მათ მივაწოდეთ, როგორც ვიზუალური მასალა დისკების სახით, ასევე ტელეფონით ვაჩვენეთ ის, რაც არის ასახული ოქმებში. შევთანხმდით, რომ ოპოზიცია ერთობლივად შევაგროვებთ ამ მასალას და ერთობლივად გადავუგზავნით მათ, რომელსაც ისინი დაამუშავებენ. ტყუილად ნუ ექნება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები რამენაირად ლეგიტიმურად ჩაითვლება, იმიტომ, რომ როცა არცერთი პარტია პარლამენტში არ შედის და ამაზე განცხადებას ღიად აკეთებს, საქართველოს ეყოლება ჩრდილო კორეის მსგავსი პარლამენტი და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება",- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია აქციებს აუცილებლად გააგრძელებს და იმოქმედებს კოორიდინარებულად.
"აუცილებლად გაგრძელდება აქციები და პროტესტის ყველა სხვა ფორმა, რომელიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები, სადაც აღარ მივცემთ ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შანსს",- განაცხადა ბურჯანაძემ.
-
3 საათზე, 27 სექ
-
3 საათზე, 27 სექ
-
3 საათზე, 27 სექ
-
3 საათზე, 27 სექ
-
3 საათზე, 27 სექ
-
2 საათზე, 27 სექ
-
27 სექტემბერი
-
27 სექტემბერი
-
27 სექტემბერი
-
27 სექტემბერი
-
27 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი