17/02/201 233 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი შოთაძე - მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე მის პროგრამას წარადგენს, ასევე უპასუხებს შეკითხვებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი. კომიტეტის შემდგომ მზად ვარ, მედიის ყველა კითხვას გავცე პასუხი”, - განაცხადა შოთაძემ.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • დღის ამბები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY