01/11/201 608 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - ივანიშვილმა ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
„შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებს. ყველა ოლქში კარგად ვერ ვადევნე თვალი რა ხდებოდა, რადგან გლდანის ოლქში მქონდა ომი. ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ან ღირსების სამუდამო შელახვაა ან ღირსების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერი სიყალბე იქნება ეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ შერჩება. ეს მიზანსცენა, კამერები, მეგობარი ოპერატორები, მე, თქვენ მიკროფონებით მომარჯვებული, ყველაფერი სიყალბე იქნება. ვითომ პოლიტიკას აკეთებს რომელიმე პოლიტიკოსი, ვითომ პარლამენტში მივა და სიტყვას წარმოსთქვამს, ვითომ სიტყვით გამოვა მიტინგზე, უნდა მოინათლოს, რომ პოლიტიკაშია და მარჯვენა ხელით გირტყამს, ერს გამცირებს, რასაც უნდა გიკეთებს და ამას შევეგუოთ? გამორიცხული ამბავია.
ყველანი 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე. გამოსავალს ვხედავთ ბრძოლაში. თქვენ გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? დარწმუნებული ვარ, არ გინდათ, შავზე თეთრს რომ გეუბნებიან, არ გინდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანი დაგცინით იმიტომ, რომ ფული აქვს ბევრი და აპირებს ბოლომდე დასცინოს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ ფული აქვს ბევრი. ძალიან მარტივი გამოსავალია ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა, თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA