31/10/201 406 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ სურს, შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას

თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ოპოზიციას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მე მაინტერესებს ერთიანობა, ამ მძიმე კრიზისის დაძლევა. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ის ფიგურები, საქართველოს ამ მთავრობისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება, ერთიანი ეროვნულობის მთავრობა იქნება, რომელიც მისაღები იქნება მთლიანად ქართველი ხალხისთვის, იქნება კომპეტენტური, ეფექტური, მე ყველას ადგილს ვხედავ უკლებლივ, ყველა პარტიის ადგილს ამ კოალიციაში. მათ შორის, მათ ადგილსაც, რომლებიც ადრე გვიპირისპირდებოდნენ, არ გვეთანხმებოდნენ. თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარები უნდა გავაღოთ. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც ხმა ქართველმა ხალხმა ივანიშვილის წინააღდეგ მისცა და რომელთაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. ივანიშვილი გაფარჩაკებული, დამარცხებული და დატორტმანებულია, ახლა შეეცდება ყიდვას, მანიპულირებას, გაყალბებას. რაც მეტს შეეცდება, უფრო ცუდად წაუვა საქმე.
მე თავის დროზე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ არასდროს ვაყენებდი ჩემს ხელისუფლებას ქართველ ერზე მაღლა, მასაც მოვუწოდებ, მიუხედავად პირადი ბოღმისა, შიშებისა, დაძლიოს, მიხვდეს, რომ ცხოვრება არ დაწყებულა და არ დამთავრებულა ხელისუფლებით. რაღაც მომენტში უნდა მიხვდე, რომ შენი ერი არის შენზე მაღლა. უნდა დაუთმოს ქართველ ერს, მისცეს საშუალება გააგრძელოს აღმშენებლობა, განვითარება. მათ წააგეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI