„მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 41%, „ნაცმოძრაობამ“ - 33%, „ევროპულმა საქართველომ“ - 5% , „ლელომ“ - 4% მიიღო
ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.
აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.
აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.