31/10/20933 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი - ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს

ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არჩევნების პროცესს სახვადასხვა საარჩევნო უბანზე 75 დამკვირვებელი დააკვირდება.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევნი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მიიღეს ყველანაირი ზომა რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი კარგი სამუშაო, რომელიც გასწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა",- განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანმა ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე დატოვა. ის მარნეულში გაემგზავრა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY