27/10/201 261 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნინო ბურჯანაძე - დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და ხმებს გამიყალბებს

დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა. მან არ გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში საქმე ქუჩის პროტესტამდე მივიდეს.
ამასთან, ბურჯანაძემ დღევანდელი ხელისუფლება უნიათოდ და უტვინოდ შეაფასა და მას სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რადგან „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, „თუ ხელისუფლებას გეშინია, რომ ოპოზიცია რაღაც კადრებს გამოგიქვეყნებს, სწორედ სახლში უნდა წახვიდე“.
„მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, 5%-ს დამიწერს, 10%-ს, 55% თუ 115%-ს, თუ გააყალბებს, მე მაინც გავაპროტესტებ ამას და ძალიან ფრთხილად იყოს და არ იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ამდენ პროცენტს გადავუგდებ ბურჯანაძეს ან ვინმე სხვას და ის ხმას არ ამოიღებს ან ამაზე ნაკლებს დავუწერ და რაღაცის გამო უხერხულობას შევუქმნი რომ არ იყვიროსო. ყველა წავლეკავთ ერთად. ნუ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმას, რაც გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არანაირი სურვილი არ მაქვს ქუჩაში დადგომის. რა თქმა უნდა, შეიძლება მივიდეს ქუჩის პროტესტებამდე საქმე.
როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია გამომიქვეყნებსო, რა ხელისუფლება ხარ? ოპოზიცია გისმენს, ოპოზიცია გიქვეყნებს, ოპოზიცია გასწრებს დამნაშავის გამოაშკარავებას, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს და შენ ამის აღკვეთას ვერ ახერხებ მაშინ რა გინდა? წადი სახლში, დაისვენე, შენც დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე. მე ასეთი უტვინო, უგვანო და უნიათო ხელისუფლება არ მინახავს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მაგარი იმაში, რომ ნამდვილად წილები გადაინაწილა, ნამდვილად დიდი ფული გააკეთა, ნამდვილად ებღაუჭება ხელისუფლებას. ვაფრთხილებ ივანიშვილს, არანაირი სურვილი არ მაქვს არც თქვენი ჩამოშლის, იმიტომ კი არა, რომ თქვენთან რაიმე სენტიმენტები მაქვს, იმიტომ, რომ მინდა ქვეყანა ნორმალუყრად გადავიდეს სხვა რეჟმში, არც ქუჩაში დგომის სურვილი მაქვს. დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული ცუდი გამოცდილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლება იმაზე „ორიგინალურს“ ვერაფერს მოიფიქრებს.
„მადლობა „ ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ისეთი აცრები გამიკეთეს, რომ თქვენ რა უნდა მოიფიქროთ, რაც იმათ არ მოაფიქრდათ. ასე რომ, შანტაჟი ჩემზე არ იმოქმედებს. მე დავიცავ ყველა ხმას, ვინც მისცემს ჩემს პარტიას ხმას,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY