26/10/201 276 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გრიგოლ ვაშაძე - კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ

„გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.
როგორც წარდგენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
„ლევან ბეჟაშვილმა გადააქცია მოძველებული, ჩამყაყებული კომინისტური, ბოლშევიკური კანტორა თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა ოჯახი კი არ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ, რაც 9 წლის განმავლობაში ნახეთ და რაც 8 წლის განმავლობაში ნახეთ და როცა შეადარებთ, გულით, სინდისით და გონებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან ალტერნატივა გაერთიანებულ ოპოზიციას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების, თუ გვინდა ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული საქართველო ვნახოთ, არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, კახეთში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გაკეთდა.
„ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონ-ყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა. თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ