24/10/201 254 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაზე - არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. როგორც მან ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ნიმუშად რჩება გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა.
„ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი, არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ. გელათის ცინკის სახურავი, ასევე ძროხებით შემორტყმული საქართველოს და არა ქუთაისის პარლამენტი, უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში მსოფლიო კლასის სასტუმროები. რუდუნებით, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვთქვი, რომ სწორედ ქუთაისიდან იქნებოდა ყველაზე მაგარი სასტუმროები მსოფლიოში. ახლა ყველაფერი არის დანგრეული, გაჩერებული, ყველაფერი არის ამ 8 წლის უძრაობის სიმბოლო. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ამბიცია - აღმშენებლობა, სწრაფი წინსვლა. მინდა ბოდიში ხელახლა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, რადგან მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ 8 წელი, რომელიც დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ 2 წელიწადში, რადგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი სისწრაფით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და ეს ასეც იქნება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირ ხრიკებს ამზადებენ, ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. პარტიებზე კი არ არის საუბარი, საუბარია საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე“,-განაცხადა სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA