Babajana LOGO

ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის „გლავ კანალში“ და დღესაც გაგრძელდა,

22 ოქტომბერს 2020 11:27ნახვები 566წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა “, -აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ზუგდიდში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგიერთი მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
„რაც შეეხება მედიის პასუხისმგებლობას, ამაზე ვისაუბრე უკვე. ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი და ესაც იყო ძალიან მძიმე. დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კონკრეტიკაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე სპეცოპერაციაზე ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას პრობლემა შეუქმნას.
„სპცოპერაცია რომ დასრულდება, ყველა დეტალზე გექნებათ ინფორმაცია. სწორედ იმის გამო, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა, მაგიტომ არ გაქვთ ინფორმაცია. რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. როდესაც საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ძალიან მარტივად არის საქმე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania