Babajana LOGO

შსს - 43 მძევალი გათავისუფლებულია, ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ

21 ოქტომბერს 2020 17:16ნახვები 647წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
შსს განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ დღეს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი იყო არა 19, არამედ 43 ადამიანი. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ამ დროისთვის რა მდგომარეობაში არიან ის მძევლები, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა მანქანით ბანკის შენობა დატოვა. 
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.გაცნობებთ რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევლი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania