Mortgage
Babajana LOGO

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

15 თებერვალს 2020 11:34ნახვები 675წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 - დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში - კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

World Class MMA & Judo
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office