16/10/201 686 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გუბაზ სანიკიძე - „ქართული ოცნების“ მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო

„ქართული ოცნების“ მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, - ამის შესახებ ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
სანიკიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა, მის პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხისთვის განწირულია.
„მე ამათი მაქებარი კაცი სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, იქნებ სადმე მივაგნო. ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1-ით. ბიძინა ვერანაირი კონფიგურაციით, ვერანაირი გაყალბებით ხელისუფლებაში ვერ რჩება. ამიტომ, ამოცანა არის ბიძინა როგორ დააბან და დაადუღონ ამ მმართველობაში. გადასარევად ვყავართ რუსებს 200 წელია შესწავლილი, მოხარშულიც და შემწვარიც. იციან, რომ ვართ ემოციური ხალხი, ძალიან ხშირად ქართველებს პირველი შთაბეჭდილებები მცდარი გვაქვს. ფარული ჩანაწერები, დისკრედიტაცია არანაირად აღარ გამოდიოდა და ამიტომ უნდათ აწიონ ეროვნული თემა, რომ აი, ქართულ მიწებს ყიდდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ბიძინა როგორმე უნდა დააბან ახლა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მან დავით გარეჯთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ზურაბ ნოღაიდელის სიტყვას და ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს“.
„მისი პოლიტიკური ბიოგრაფია ვიცით, ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მერე იყო კახა კალაძის ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორი. ასე რომ, ნოღაიდელი ახლა არაფერს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილის კლასტერში შეიძლება ჩავთვალოთ“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იქნება, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.
„ეს საქმე არაფერზე დგას, დანაშაული არ არის ჩადენილი. როცა დანაშაული არ არის ჩადენილი, დამნაშავე ციხეში როგორ ზის? როგორ არის ის ორი ადამიანი დამნაშავე? ეს არის ჩაფლავებული სპეცოპერაცია. სხვათა შორის, ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერეოდა და სწორედ ამაზეა საუბარი. სხვანაირად, იმედია ჯარით არ შემოჯლიგინდებიან“, - განაცხადა მან.
სანიკიძის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს.
„რუსეთის ინტერესში არის, რომ საქართველო დარჩეს და საბოლოოდ მიიბას თავის ორბიტაზე. უნდათ, საქართველო დასავლურ ვექტორს მოწყვიტონ. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში დარჩეს, სჭირდებათ არჩევნების მოგება, არჩევნებში რომ ბიძინამ გაიმარჯვოს. დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უშანსოა“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA