08/10/201 878 ნახვა წყარო: leadersport.geფოტო: leadersport.ge

ბელარუსი დამარცხებულია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. მატჩი, რომელსაც დიდი ხანია, ველიდით და რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსია. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს. 
 ვაისმა ძირითადი თერთმეტეული ნომინალური ფორვარდის გარეშე დაიწყო. თავდამსხმელის ადგილას თორნიკე ოქრიაშვილი გაამწესა, რომელიც შეხვედრას მშვენიერ ფორმაში შეხვდა. ოქრიმ ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა.  მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომლის დიდი იმედი აქვს ქართველ გულშემატკივრებს. 
ანგარიში სწორედ ხსენებული ფეხბურთელების აქტიურობით გაიხსნა. საჯარიმოში ბურთი კვარაცხელიამ და ოქრიაშვილმა გაითამაშეს, თორნიკე საჯარიმოში წააქციეს, რასაც პენალტი მოჰყვა და ჩვენმა შემტევმაც პენალტი უზუსტესად შეასრულა.  ამის შემდეგ თუ ვინმე აქტიურობდა, ეს პირველ რიგში საქართველოს ნაკრები იყო. 2 კარგი მომენტი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს და ორივეჯერ მცველებმა შეუშალეს ხელი. ვაკოს ორივე ეპიზოდში ადრეც შეეძლო დარტყმა, თუმცა რატომღაც დაახანა. 
 მეორე ნახევარიც ქართველთა უპირატესობით დაიწყო. კარგი მომენტი ჰქონდა თორნიკე ორიაშვილს, რომელსაც მეკარემ აუღო. 
 ოქრის მომენტის შემდეგ ბურთით უმეტესად ბელარუსები იყვნენ და ქართველები რაღაც პერიოდი დაცვაზე უფრო ფიქრობდნენ. 63-ე წუთზე დიმიტრი პოტსტრელოვს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მისი დარტყმული კარს მცირედით ასცდა. 
 რამდენიმე წუთში სახიფათო მომენტი საპირისპირო მხარეს შიქმნა. შეცვლაზე შესულმა გვილიამ ძლიერად დაარტყა, ბელარუსთა კარი ხატკევიჩმა იხსნა. 
 ამის შემდეგ განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში კოსოვოს და ჩრ. მაკედონიას გამარჯვებულს შეხვდებიან. მატჩი 12 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართბა. 


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA