Babajana LOGO

თავდასხმა "ოცნების" წევრზე - შსს-მ 4 პირი დააკავა

07 ოქტომბერს 2020 02:27ნახვები 313წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმის ბრალდებით, 4 პირი დააკავა.
საუბარია, 30 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, შუბითიძეს ავტომანქნით გადაადგილების დროს, თავს დაესხნენ და სცემეს
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania