რუსეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში დაეშვა - Observer IL
Observer IL-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, რუსეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავი - IL96-300 დღეს ერევნის აეროპორტში დაეშვა. პოსტს თანდართული აქვს Flightradar24-ის საჰაერო ფოტოსურათი, რომლითაც საპრეზიდენტო თვითმფრინავის სომხეთის მიმართულებით გადაადგილება დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება არ წყდება. აზერბაიჯანის მტკიცებით, დღეს სომხეთმა მეორედ დაბომბა განჯა; თავის მხრივ, აზერბაიჯანმაც იერიში მიიტანა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტსა და ქალაქ შუშაზე.