Babajana LOGO

კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა

04 ოქტომბერს 2020 09:32ნახვები 370წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა.
„ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ, თბილისში - 65, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში -1",- აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ სასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania