Babajana LOGO

"მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ - ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი

29 სექტემბერს 2020 14:14ნახვები 1 295წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც, თუმცა ამ დრომდე ისინი არ მისულან, ამბობენ რომ თავისუფალი ბრიგადა არ არის. 
დგილიდან ჩვენი ჟურნალისტი უწყება, რომ დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა. 
ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება.  სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.
დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.
დაპირისპირება მარნეულში "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მოხდა. "ოცნების" მხარდამჭერები თავს საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს დაესხნენ. 
ლაშა ქველაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამტვრეულია მისი მანქანა. 
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.
მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინაც დაძაბული იყო."ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.
მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიისწარმომადგენელს პერანგი შემოახია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და აღნიშნა, რომ ადგილზე საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ.  ცესკო გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ დღესვე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. საჯარო მოხელე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania