28/09/201 373 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

- ხატია დეკანოიძე - ეს ქვეყანა დღეს რუსეთთან ერთად მიტაცებული აქვს ოლიგარქს

ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. დეკანოიძე ნიკა მელიამ წარადგინა, რომელმაც თქვა, რომ ოქტომბერსი ეპოქალური არჩევნები იქნება. 
ხატია დეკანოიძს თქმით კი, საქართველო რუსეთთან ერთად მიტაცებული აქვს ოლიგარქს, რომელიც ამასთან, ჩაერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუების საქმიანობაში. 
 
რატომ ვართ ჩვენ აქ არის ის რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ ყველას ისნელებმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია 31 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება. მინდა დავსვა ერთი კითხვა: როგორი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და ვისია ეს ქვეყანა? ამ კითხვის დასმის შემდეგ მოგვდის აზრი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. მაგრამ დღეს ეს სიმართლე არ არის რადგან ეს ქვეყანა დღეს რუსეთთან ერთად მიტაცებული აქვს ოლიგარქს, რომელიც ჩაერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუების საქმიანობაში, რომელმაც გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები და ადამიანები, რომელმაც ვერ შეუქმნა მაგალითად შორენას ის პირობები რომ საკუთარი შვილი გაზარდოს ისე როგორც მას უნდა, მაგალითად ვერ შეუქმნა პირობებო იას და ჟუჟუნას, რადგან სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე. მაგალითად, ვერ შეუქმნა 50 ათას ბავშვს პირობა იმისი რომ დისტანციური სწავლება მიეღო, მაგალითად ვერ შეუქმნა პირობა 70 ათასზე მეტ ბავშვს, რომ ის საკვები მიეღო, რომელიც აუცილებელია. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელშიც მართლმსაჯულება, პოლიცია, სუსი, უსაფრთხოება, პროკურატურა, სასამართლო რომელიც ამორალურია, მუშაობს მხოლოდ ერთ ადამიანზე. ადამიანებმა დაკარგეს პერსპექტივა, დაკარგეს იმედი. - თქვა ხატია დეკანოიძემ თავის სიტყვაში.
ხატია დეკანოიძემ ასევე მოუწოდა ამომრჩეველს, სასიკეთო ცვლილებებისთვის, 31 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე. 
 
"კრიზისი წარმოშობს შესაძლებლობებს, როდესაც სახეზეა მართლაც პოლიტიკური კრიზისი, მინდა გითხრათ, რომ დგება დრო, როდესაც ეს არის პოლიტიკური შესაძლებლობა და პოლიტიკური გარდაუვალი მომავალი. მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანად, იმედიანად ამ ჭაობის დასამარცხებლად ეკონომიკური სიდუხჭირის დასამარცხებლად, ამ მართლმსაჯულების, სასამართლოს და პროკურატურის შესაცვევლად, ამ ადამიანების თქვენი ბედის შესაცვლელად თქვენი შვილების ჩვენი ძმების დების შესაცვლელად ჩავკიდოთ ხელი და ყველა ერთად მივიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ეს ქვეყანა ამოვიყვანოთ ეკონომიკური ჭაობიდან და მე ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კანონის ისეთი უზენაესობა, როგორიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანის მომავლისთვის. ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ იმ ადამიანებს ვისაც მე ყოველდღიურად ვესაუბრები ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და ჩვენ გვქონდეს სახელმწიფო სადაც ხელისუფლება არ ასხვავებს მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, სადაც ხელისუფლება თანაბრად ზრუნავს ყველა მოქალაქეზე. და როდესაც ხელისუფლება არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების გარანტი, როდესაც ხელისუფლება და ყველა ის ადამიანი, ვისაც აირჩევთ თქვენ და ყველა ის, ვისაც სურს, მომავალი იქნება თითოეული ადამიანის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე პირობას ვდებ თითოეული ადამიანის და ახალგაზრდის წინაშე რომ არ დამეზარება ბრძოლა თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის. ძალა მომავალშია და იმაში რომ ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ოლიგარქს და საქართველო გაიმარჯვებს" - თქვა დეკანოიძემ. 
დეკანოიძის  წარდგენის დასასრულს, სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA