Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას

26 სექტემბერს 2020 07:06ნახვები 480წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული იცნებების“ პარტიას, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი პემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, მთავარი კონსენსუსი და შეთანხმება ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს.
„გახარიას გამოსვლის შეფასება ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენი საერთო კონსენსუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც „დამსხვრეული იცნებების“ პარტიას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები, ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს, რაც ხალხს აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania