Babajana LOGO

თინა ბოკუჩავა - „ნაცმოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს

26 სექტემბერს 2020 04:35ნახვები 544წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს.
“არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია და მწვავე მსჯელობა იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება. ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მის განცხადებას, რომ აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხარდაჭერა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში თავის კანდიდატს დააყენებდა, რასაც პარტიის წევრები არ ადასტურებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania