Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 296 ადამიანს დაუდასტურდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

26 სექტემბერს 2020 02:30ნახვები 261წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1819-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania