Babajana LOGO

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

25 სექტემბერს 2020 05:44ნახვები 450წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. ის ამ წუთებში ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. 
მღებრიშვილი ცხინვალის ციხეში 86 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მღებრიშვილს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 8 დღის შემდეგ კი ის საკუთარ სახლში შეძლებს დაბრუნებას.
შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.
მას ე.წ. სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მღებრიშვილს სასჯელის ვადა 10 დღეში ეწურებოდა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania