Babajana LOGO

რუსული ვერტმფრენი ერგნეთის თავზე - რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექტემბერს 2020 06:49ნახვები 579წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
რუსული სამხედრო ვერტმფრენი ერგნეთის თავზე. საქართველოს საჰაერო სივრცე ოკუპანტმა სახელმწიფომ რამდენიმე წუთის წინ დაარღვია. ეს კი მაშინ, როდესაც გამყოფ ხაზთან დილიდან ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრა მიმდინარეობს. 
განსახილველი თემა, საოკუპაციო ხაზთან, ბოლო დროს განვითარებული მძიმე მოვლენებია, მათ შორის არის გატაცებების სერია და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. რაც შეეხება საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს, სუს-ში ამბობენ რომ აღნიშნულზე უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania