Babajana LOGO

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია

23 სექტემბერს 2020 13:47ნახვები 893წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.  
"დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავართან"
იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება "მთავარ არხზე" და კვლავ გააგრძელებს გადაცემას "სხვა ნანუკა", რომელიც სოციალურ საკითხებს ეთმობა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania