Babajana LOGO

გახარია -საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა

21 სექტემბერს 2020 08:47ნახვები 985წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
გიორგი გახარიასთვის საჩხერე სასურველი ქვეყნის მოდელია. პრემიერმინისტრმა განაცხადება ამის შესახებ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას გააკეთა. გახარიამ ივანიშვილის წვლილზე ისაუბრა და თქვა, რომ სხვა მუნიციაპლიტეტებიც საჩხერისნაირი უნდა იყოს.
საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ – ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები – ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა ფონდმა ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა" ამბობს გახარია

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals