Babajana LOGO

ანატოლი ბიბილოვი - ჩვენთვის გადამწყვეტი გახდა რუსეთის ძმური დახმარება, რომელიც ყოველთვის მოდიოდა სასიკვდილო საფრთხის მომენტში

20 სექტემბერს 2020 07:13ნახვები 880წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის კავშირი, რომელიც ყოველთვის მოდიოდა „რესპუბლიკის“ დასახმარებლად, კვლავაც განაგრძობს მისი უსაფრთხოების გარანტირებას და მშვიდობიანი განვითარების გზაზე წინ წაწევას. ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის 30 წლის იუბილეზე განაცხადა.
„ჩვენთვის გადამწყვეტი გახდა რუსეთის ძმური დახმარება, რომელიც ყოველთვის მოდიოდა სასიკვდილო საფრთხის მომენტში დასახმარებლად, მაშინ, როდესაც წყდებოდა საკითხი სამხრეთ ოსეთის ყოფნა-არყოფნის შესახებ. უდიდესი დახმარებაა გაწეული და კვლავაც გრძელდება რუსეთის დახმარება ომისშემდგომი აღდგენისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“ , - აღნიშნა ბიბილოვმა ე.წ. სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას, რომელიც დღეს ცხინვალში გაიმართა. მასში პირველად ოკუპირებული აფხაზეთის „ჯარისკაცებიც“ მონაწილეობდნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania