უდუმაშვილი - მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაატოვებინონ ახალციხეში ენმ-ს წევრებს კარანტინი
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" კორონავირუსის პანდემიას სათავისოდ იყენებს და წინასაარჩევნოდ ოპოზიციის აქტიურობის ხელის შეშლას ცდილობს. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გამართა.
ხელისუფლება გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ იზოლაციაზე, რასაც ადასტურებს ახალციხეში მომხდარი ფაქტი. გუშინ ჩატარდა PCR ტესტები და გუშინვე მივიღეთ პასუხები, რომელიც ადასტურებს, რომ არცერთ ჩვენ თანამებრძოლს ვირუსი არ დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში, მკაცრი ზომები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წვერებს შეეხოთ, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.