18/09/201 818 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კილაძე - გამოძიება არ ინტერესდება ბაჩალიაშვილის მანქანაში სისხლის წვეთებისა და უცხო დნმ-ის აღმოჩენით

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი, ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სისხლის წვეთებით და უცხო ადამიანის დნმ-ს აღმოჩენით პროკურატურა არ ინტერესდება. ამის შესახებ კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 
პროკურატურის ვერსიას არ ვენდობი. იმიტომ რომ პროკურატურის ამოცანა გახლავთ უიღბლო სიყვარულის გამო სენტიმენტალური თვითმკვლელობა... ექსპერტიზის პირველ დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილია სისხლის წვეთები, აღმოჩენილია ის ნიღაბზე, სპორტულ ფეხსაცმელზე, მანქანის სალონში და ა.შ.. მანქანაში ასევე აღმოჩენილია უცხო დნმ-ი და პროკურატურა საერთოდ არ იმჩნევს დასკვნის ამ ნაწილს, იმიტომ რომ არც ფიქრობს, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, - თქვა ელისო კილაძემ. 
ელისო კილაძემ გადაცემაში ასევე ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე ისაუბრა. ამბობს, რომ წამლები, რომელიც ბაჩალიაშვილმა იყიდა, შეიძლება, ბებიას ან და სხვა პირს უყიდა. 
რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, რომ მედიკამენტოზური მოწამვლაა, ეს რატომ გამორიცხავს იმას, რომ არის მკვლეობა უბრალოდ არ მესმის. რატომ არის არგუმენტი თვითმკვლელობისთვის. მითუმეტეს, იქ მანქანის ტრაექტორია ვნახე, გამზრდელ ბებიასთან, რიტასთანაც შეუვლია, რატომ არის გამორიცხული, რომ ის წამლები, რომლებიც მან იყიდა, იგივე ვთქვათ ბებიას ან ვინმე სხვა პირს უყიდა, - ამბობს კილაძე.
"ქრონიკა+"-ის რედაქტორი ამბობს იმასაც, რომ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნა დრონების გარეშეც შესაძლებელი იყო. 
თვითმკვლელობა აფექტის მდგომარეობაა, როგორც წესი და ასე კარგად ორგანიზებული, თან გვეუბნებიან, რომ ტყეში. ტყე, სად ნახეს? იქ სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მინდორია და მინდორია გზისგან ძალიან ახლოს და დრონებით ძებნა ნამდვილად არ იყო საჭირო, მარტივად შეიძლებოდა ამ ავტომობილის აღმოჩენა თუ ის იქ იყო, - თქვა ელისო კილაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ