Babajana LOGO

ნიკა მელია: ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება

17 სექტემბერს 2020 15:32ნახვები 1 150წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge
გლდანში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იქნება. როგორც მელიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მერაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ქმედებებსაც, რომელიც ანტიკონსტიტუციური იყო. მაჟორიტარობის კანდიდატმა შს ყოფილი მინისტრის ყველაზე დიდ შეცდომად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, მისი თანამდებობაზე დარჩენა შეაფასა.
"ვანო მერაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, მე ამას ვაფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტი კონსტიტუციური.
მე პირადად რაც მიმაჩნია მის ყველაზე დიდ შეცდომად, როდესაც გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალმა დაივიწყა. სინამდვილეში კი, ეს დაილექა და როგორც ტალღამ დემოკრატიულმა, ისე დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს.
ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ მისი ცოდნა, პოზიტიური, უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ასევე ნეგატიური გამოცდილება და მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania