11/09/201 416 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ივანიშვილის სია დაღდასმულია ერთი ნიშნით - იყავი პაიკი, არ იოცნებო სხვა რამეზე

ეს არის ივანიშვილის სია, რომელიც დაღდასმულია ერთი ნიშნით - იყავი პაიკი, არ იოცნებო სხვა რამეზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" სიის ოცეულის შეფასებისას განაცხადა. გოცირიძის თქმით, სია შედგება სამი ნაწილისგან: ე.წ. გავრილოვის სია, ნაკლებად ცნობილი ჩინოვნიკები და სპორტსმენები, რომელთა მეშვეობითაც მმართველი გუნდი საკუთარი სიის შელამაზებას სცდილობს.
"სია ისეთივე პრინციპით არის შედგენილი, რაც იყო 2016 -ში: წარუმატებელი მთავრობა და დეპუტატები და შესალამაზებლად უცნობი ადამიანები, რომლებიც 4 წლის შემდეგ აქედან გადიან გასვრილები. ხომ გინახავთ ბუხრის მწმენდავები, განსაკუთრებით ევროპაში, ლამაზად ჩაცმულები რომ ჩადიან ბუხარში და რომ გამოდიან გაშავებულები. პარლამენტში შემოვლენ ლამაზი სახეები და 4 წლის შემდეგ გამოვლენ ისეთები, რომ საზოგადოებას ვერ დაენახებიან. ვიხილეთ ეს ერთხელ. სამი ნაწილისგან შედგება "ქართული ოცნების" სია : გავრილოვის სია თავისი ჯალათებითა და ინსპირატორებით; საშუალო რანგის ჩინოვნიკები - ჯერ კიდევ გაუსვრელები, უცნობები და ნაკლებად გამაღიზიანებლები და ტრადიციულად, შემალამაზებელი სპორტსმენები. ამ პარლამენტში არის 5 სპორტსმენი, მერე რა მოხდა ამით? რამე გაკეთდა? ეს სპორტსმენები, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ადამიანები იყვნენ, მართლაც უზარმაზარ ემოციებს ვდებდით რაგბიშიც და კალათბურთშიც, 3000 ლარია ხელფასი პარლამენტში ხელფასისთვის ხომ არ მოდიან?- რაღაცისთვის მოდიან, ეს რაღაც არის ყოველ წელს მდუმარე დეპუტატების სიაში მათი მოხვედრა, თუ ეს უნდათ, იყვნენ. საბოლოო ჯამში, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება და გამოვა ნახარში - მორჩილება, პაიკებად ქცევა, ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შესრულება. ამ მორჩილების და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგი იყო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, ყველა გაიქცა, ვისაც ღირსება ჰქონდა, სწორედ იმ ახალი სახეების ნაწილი, რომლებიც მაშინაც შესალამაზებლად მოიყვანეს, მიხვდნენ, რომ თავის შერცხვენა არ ღირდა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა. ოცეულში სპორტსმენები ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA