07/09/202 024 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გამოწვევებს გაუმკლავდეს, შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში.
„დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული კორუფცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქის მოწონებას იმსახურებდა, განმტკიცდეს და ხელშეუხებელი გახდეს და ყველა ის შეცდომა, რომელიც პრეზიდენტისთვის დღესაც კი დარდი და წუხილია, საბოლოოდ იქნას აღმოფხვრილი და აღარასოდეს განმეორდეს. თუ გნებავთ საქართველო, რომელიც სწრაფი განვითარების გზაზეა დამდგარი, ხმა უნდა მისცეთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა კანდიდატს, მესამე პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგ ქალაქებში მერობის კანდიდატებამდე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და იყოს პირისპირ თავის ხალხთან", - აღნიშნა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA