ФСБ-ს თანამშრომლები და მანქანები სუს-ში - უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას უარყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "შაბათის მთავარში" გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ში ძმები ვერულიძეები არ მუშაობენ და არც არასდროს უმუშავიათ. რაც შეეხება რუსულნომრიან ავტომანქანას, რომლის ფოტომასალაც "მთავარმა" მოიპოვა, ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ფოტო მათ ტერიტორიაზე გადაღებული არაა:
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს არ უმუშავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხის მისაღებად კანონით გათვალისწინებულ თარიღს არ დაელოდა.
"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
აღნიშნული სიუჟეტი, “მთავარი არხის” ეთერში გასული სხვა დეზინფორმაციული სიუჟეტების მსგავსად, მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის დაზიანებას." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში."შაბათის მთავარში" გავიდა ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, რომ ძმები ვერულიძეები, რომლებსაც ოპერატიული საქმიანობა რუსულ აკადემიაში აქვთ ნასწავლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმეს. ჩვენი ინფორმაციით, ერთ ერთი მათგანი რუსულ ФСБ-შიც მუშაობდა.
ფოტოებში კი ჩანს რუსულნომრიანი ავტომანქანა, რომელიც ერთ ერთ ძმას ეკუთვნის. მანქანა 2018 წელს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა.