Babajana LOGO

ბრალდება "ნოვიჩოკის" საქართველოში დამზადებაზე "ოცნების" პოლიტიკის შედეგია - ოპოზიცია

03 სექტემბერს 2020 05:44ნახვები 640წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
3 სექტემბერს გერმანიის მთავარობისაგან ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ე.წ. "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 
რუსეთს გერმანიის მთავრობის განცხადებიდან მალევე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე საათში დუმის დეპუტატმა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, იური შვიტკინმა რუსულ მედიასთან "ნოვიჩოკის" წარმოშობაზე ისაუბრა. 
ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ტერიოტორიაზე მსგავსი სახის ქიმიური ნივთიერებას არ ვამზადებთ. როგორც ვიცით მსგავსი ტიპის ქიმიურად მომწვალელი საშუალება საქართველოსა და შეერთებული შტატების ლაბორატორიებში მზადდება, - ამბობს დეპუტატი ინტერვიუში.
კრემლის ბრალდებებზე საქართველოს საგარეო უწყებას პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ამასობაში, ბრალდებას ოპოზიცია ეხმაურება და ამბობს, რომ ის რუსული პროპაგანდის ნაწილია. 
კრემლის ბრალდება, რომ საწამლავი ლუგარში მზადდება, აბსურდულიაეს არის შედეგი ივანიშვილის იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთთან აწარმოებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი. 
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ფიქრობენ, რომ კრემლის ბრალდება რუსეთის წინასაარჩევნო მუქარის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
რუსეთმა ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის პოლიტიკური დემარში, მუქარა და უნდა ველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს ტრენდი იქნება გამძაფრებული. ჩვენი ოპონენტების (ოპოზიციის) სტილია ხმამაღალი განცხადებები და რუსეთისთვის ყველა პირობის შექნა, რომ თავის სტრატეგიული ამოცანები შეასრულოს, - ამბობს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania