03/09/201 408 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ოცნებას“ გონება გაუნათდება და არ დაიწყებს მოსყიდვას - ცდება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ის, რაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, უკვე ასახულია კანონმდებლობაში. მისი თქმით, ხდება მხოლოდ გამკაცრება, რაც დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.
„ის, რაც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ, უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში. ერთადერთი სიახლე არის ის, რომ ხდება არსებული ნორმების გამკაცრება და ამ მუხლში ემატება ისეთი სახის დაშინება, ზემოქმედება და მუქარა, რაც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. კი ბატონო, ჩავწეროთ, მაგრამ არაფერი იცვლება ამით.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წლის ნაცვლად ჩაწერ ორს, ორის ნაცვლად სამს და გონება გაუნათდება „ქართულ ოცნებას“ და არ დაიწყებს მოსყიდვას, დაშინებას, მუქარას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცდება. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი რეალური ცვლილებები ალტერნატივის სახით და ეს იქნება დაყენებული. ეს ეხება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, ეს ეხება მუქარის და დაშინების თავის არიდების მექანიზმებს. ასევე, ეხება საარჩევნო კომისიებში პარტიების მონაწილეობას უფრო სამართლიანი პრინციპებით. აბა ვნახოთ, ამ სატყუარა კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი თუ გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნები. ნუ გვატყუებენ, რომ რაღაც სიახლეს გვთავაზობენ“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის ნებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოსყიდვის, დაშინების, მუქარის გზით, სისხლისსამართლებრივად დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY