11/02/202 417 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - - პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.
„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობის მიმართ. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე. მაინც ვერ წარმომედინა, რომ ასეთი ნორმებით, კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა. საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია.
ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.
ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან ასე იქცევა - ძლიერია. არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი! მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში“, - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე შეფასებით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია.
„მისი პირველი მარცხი იყო, როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და მთელი ის ჩაგონება, რომ მათი საქმე არაა პოლიტიკა და ეს ბინძური საქმეა - ხუხულასავით ჩამოეშალა და შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან. მეორე დიდი მარცხი იყო, როცა პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არცერთი პოლიტიკოსი და პრაქტიკულად „მეფე შიშველია". და მესამე დიდი მარცხი, ჩემი აზრით, არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, როგორც გიგი წავიდა, ისე თავაწეული მიდის ხალხი ციხეში და ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო დღეები ამ „ყვარყვარე თუთაბერის". სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY