Babajana LOGO

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ცვლილებების დროა, რომლის ავანგარდში იქნება „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ!

01 სექტემბერს 2020 08:31ნახვები 584წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ და იმიტომ ახსენებთ მას ასე სიძულვილით 8 წლის თავზე,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება უკვე 8 წელია ერთი და იმავეს საუბრობს და ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნია.
„ვხედავ, ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში პუტინის პაიკებს, როცა გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს. ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, სიძულვილის, ღვარძლის, შურის და ბოღმის გარდა.
8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით დეჟავუდ ქცეულ 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ უსასრულო და უსუსურ, მანკიერ წრეზე სიძულვილის და ზიზღის, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. ამიტომ, თქვენი აგონიური სიძულვილის ნიაღვრის პასუხის ღირსნი დღეს აღარ ხართ. თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ხალხმა ორჯერ მოგცათ შანსი და თქვენ ეს შანსი გაუშვით სიძულვილში, ღვარძლში და ამასობაში ჩამოშალეთ სახელმწიფო, მორღვეულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ადამიანებს აღარ გააჩნიათ არანაირი უსაფრთხოების განცდა,“- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ის ასევე გამოეხმაურა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ბოკუჩავის თქმით, ივანიშვილს კვლავაც ჰგონია, რომ ამომრჩეველთა ნაწილს მოისყიდის, ნაწილს კი დააშინებს, მაგრამ ხალხი მისი „ტრიუკებით უკვე დაიღალა“.
„ვითომ რომ ამკაცრებთ სანქციებს, საარჩევნოდ იძულებისა და დაშინებისთვის, მე მაინტერესებს, უკვე არსებული სანქციებით რატომ არავინ დაისაჯა წინა არჩევნებზე იძულებისა და დაშინებისთვის, რატომ არ დაისაჯა გიორგი გახარია ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანისთვის, რატომ არ დაისაჯა ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ დაანონსა უზარმაზარი მოსყიდვის სქემა და ამით ეცადა არჩევნების შედეგის შეცვლას. იმიტომ არ მიეცენ ეს ადამიანები პასუხისგებაში, რომ დღეს ჩენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, დღეს დამნაშავეები პასუხისგებაში არ ეძლევიან, რადგან არჩევნები ივანიშვილს აღიქვამს როგორც მის მორიგ „ტრიუკს“,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania