29/08/202 126 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ინაშვილი ისევ "სააკაშვილ-ბოკერიაზე" - ბანერი განსხვავებული სახით იყო შერჩეული, ეს მტრების დაგეგმილია

არაერთი მოქალაქის პროტესტის ფონზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ბანერები, რომლებმაც დღეს აჭარის ოკუპირებულად მონიშვნის გამო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, „სრულიად განსხვავებული სახით“ იყო შერჩეული, — „ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos“.
„მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო“, – წერს ინაშვილი ფეისბუკზე.
„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“.
ინაშვილმა 29 აგვისოტს საღამოს ფეისბუკზე დაწერა, რომ აქვს "100%-ით სანდო და სარწმუნო ინფორმაცია", რომ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია - რომლებსაც ინაშვილი მუდმივად აკრიტკებს,- "50 000-დან 1 000 000 ლარს ზემოთ თანხას სთავაზობენ" ადამიანებს, რომლებიც მათი პარტიიდან "შიდა ინფორმაციას გაიტანენ".

„ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმები… ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა“, – წერს ინაშვილი. ინაშვილს აღნიშნული "'ინფორმაციის' წყარო არ დაუსახელებია.

"ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები", – წერს იგი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.